ფაკულტეტის სიახლეები
|
11 ივნისი 2010 წელი სახელმძღვანელოში დასაბუთებულია და განმარტებულია საგზაო მოძრაობის წესები, განხილულია ავტომობილის მოძრაობის კანონები, უსაფრთხო და ეფექტური მართვის ხერხები, ავტომობილის განვითარების ტენდენციები და ექოსისტემაზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა. აღწერილია სსშ დროს დაზარალებულებზე სამედიცინო დახმარების ორგანიზაციის პრინციპები და საავტომობილო ტრანსპორტში სამართალმცოდნეობის საფუძვლები.
წიგნი განკუთვნილია სატანსპორტო მიმართულებების სტუდენტებისათვის, ავტო-სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მომზადებისათვის, ავტომობილების ინდივიდუალური მფლობელებისათვის და მოყვანილი პრობლებებით დაინტერესებულ მკითველთა ფართო წრისათვის.
|
07 ივნისი 2010 წელისაინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე გამოიცა ახალი სახელმძღვანელო: „გაზომვების მეთოდების შემმუშავებელი ამერიკული საზოგადოების(ASTM) ზოგიერთი სტანდარტული ანალიზის მიმოხილვა“(I ნაწილი). ავტორები: ასოც. პროფესორი დ. ჩხაიძე და ასისტ. პროფესორი მ. ლორია.
|
25 მაისი 2010 წელი24-25 მაისს საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ჩატარდა სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია. მასში მონაწილეობა მიიღო 18 სტუდენტმა. წარმოდგენილ იქნა ძალზე საინტერესო თემები.... სრულად »
|
04 მაისი 2010 წელი2010 წლის 4 მაისს ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მენეჯმენტის დეპარტამენტში ჩატარდა სამეცნიერო-მეთოდური სემინარი თემებზე:
1.Platan -ის ნავთობსორბციული თვისებების გამოვლენა.
2. ბიოდიზელი - მწვანე ენერგეტიკის პროდუქტი. მომხხსენებელი: ასოც. პროფესორი ნ. მამულაიშვილი
|
03 მაისი 2010 წელისაჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის საბჭო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს
კონკურსანტთა საბუთები მიიღება საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სამდივნოში 2010 წლის 4 მაისიდან 14 მაისის ჩათვლით.კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2010 წლის 19 მაისს. სრულად
|
18 აპრილი 2010 წელისაინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე დაიწყო სალექციო კურსის, მართვის ავტომატიზებული სისტემების თანამედროვე კომპლექსური პაკეტის LIRA-ს, წაკითხვა (ლექციები და პრაქტიკული სამუშაოები); ლექტორები ასოც. პროფ. ლ. ზამბახიძე (სტუ), პროფ. გ. ფარცხალაძე (რსუ), ასისტ. პროფ. გ. ჩავლეშვილი.
ლექციები ჩატარდება ასევე საინჟინრო-ტექნოლოგიურ სკოლაში. მსურველებს შეუძლიათ გამოცხადდნენ რეგისტრაციისათვის ფაკულტეტის დეკანატში.
|
26 მარტი 2010 წელი10-11 ივნისს ჩატარდება სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა IV სიმპოზიუმი, სიმპოზიუმის ერთ-ერთი მიმართულებაა: ინჟინერია, მშენებლობა და ტექნოლოგიები. დანართი
|
01 მარტი 2010 წელისაინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე წაიკითხება სალექციო კურსი, მართვის ავტომატიზებული სისტემების თანამედროვე კომპლექსური პაკეტი LIRA; ლექტორები ასოც. პროფ. ლ.ზამბახიძე (სტუ), პროფ. გ. ფარცხალაძე (რსუ), ასისტ. პროფ. გ. ჩავლეშვილი (რსუ)... სრულად »
|
27 თებერვალი 2010 წელისაინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ჩატარდება სამაგისტრო დაცვა სპეციალობაში:გადაზდვების ორგანიზაცია და მართვა
... სრულად »
|
25 თებერვალი 2010 წელისაინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ჩატარდება სამაგისტრო დაცვა სპეციალობაში ”ნავთობისა და გაზის ტექნოლოგია”... სრულად »
|
01 თებერვალი 2010 წელისაჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის საბჭო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს
... სრულად »
|
|
|
11 დეკემბერი 2009 წელი2009 წლის 11 დეკემბერს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ჩატარდა ”ბრეინრინგი”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შვიდმა გუნდმა: ”ორჯერ ორი ხუთია”, ”მეგობრობა,” ”მარაო,” ”სკვაზნიაკი,” ”შავი კვადრატი”, ”ფიფქია და ხუთი ჯუჯა”, ”მგლები.”
რთული და დაძაბული თამაშის შემდეგ გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი:”ორჯერ ორი ხუთია”,”მეგობრობა”, ”შავი კვადრატი”.
გამარჯვებული გუნდები ჟიურიმ (წევრები: გ. ფარცხალაძე- ფაკულტეტის დეკანი; მ. ხახუტაიშვილი- დეკანის მოადგილე; ვ. ბერიძე- სტუდენტური თვითმმართველობის თავ-რე; ა. ართმელაძე- სტუდენტი) დააჯილდოვა თასითა და მედლებით.
|
25 აგვისტო 2009 წელიგანცხადებასაინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე... სრულად »
|
10 ივლისი 2009 წელი საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე გამოიცა ახალი სახელმძღვანელო.რსუ-ს საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანის პროფ. გიზო ფარცხალაძისა და სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო კონსტრუქციების მიმართულების ხელმძღვანელის პროფ. ინგუშა მშვენიერაძის მიერ რსუ-ს გამომცემლობაში დაიბეჭდა სახელმძღვანელო “ლითონის კონსტრუქციებში”. რეცენზენტები პროფ. აგული სოხაძე და ასოც. პროფესორი ლერი ზამბახიძე (სტუ).... სრულად »
|
01 ივლისი 2009 წელი2009 წლის 14-17 სექტემბერს საინჟინრო-ტექნლოგიური ფაკულტეტის ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მენეჯმენტის დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდება საზაფხულო სკოლა 2009 ”ეკოლოგია და გარემოს დაცვა“, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
14-17 September 2009, Technology and Engineering Management Department of Engineering- Technology Faculty is arranging Summer School 2009 ” Ecology and Environmental Protection” for Bachelor’s and Master’s Degree students.... სრულად »
|
28 მაისი 2009 წელი2009 წლის 28 მაისს ჩატარდება ფაკულტეტის საბჭოს სხდომა №12
დღის წესრიგი:
1. საგანმანათლებლო პროგრამების ”სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა” და ”ტელეკომუნიკაცია”- განხილვა-დამტკიცება, სადოქტორო პროგრამის დამტკიცება. მომხს. საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი პროფ. გ.ფარცხალაძე
2. საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ერთი სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების განხილვა-საკონკურსო კომისიის ანგარიში. მომხს. საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი პროფ. გ.ფარცხალაძე
3. ტექნოლოგიებისა და საინჟინრო-მენეჯმენტის დეპარტამენტის ანგარიში მომხს. ტექნოლოგიებისა და საინჟინრო-მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსი პროფ. ზ. მეგრელიშვილი.
4. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის შედეგები მომხს. პროფ. ე. ხალვაში.
5. სამაგისტრო კომისიის შექმნის შესახებ გადაზიდვების ორგანიზაციის და მართვის მიმართულებით მომხს. საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი პროფ. გ.ფარცხალაძე
6. სახელმძღვანელოს განხილვა დამტკიცება "ელექტროშედუღება მშენებლობაში" ავტორები: ბ.კუტუბიძე, ო.ჯანელიძე, მ. ფარტენაძე, ე. თოფურია.
|
|
|
07 მაისი 2009 წელი2009 წლის 7 მაისს ჩატარდება ფაკულტეტის საბჭოს სხდომა №11
დღის წესრიგი:
1. სამაგისტრო პროგრამის განხილვა; მომხს. საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი პროფ. გ.ფარცხალაძე.
2. ფაკულტეტის ბიუჯეტის განხილვა; მომხს. საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი პროფ. გ.ფარცხალაძე.
3. საფაკულტეტო-საპროცედურო კომისიის შექმნის შესახებ; მომხსენებელი საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი პროფ. გ.ფარცხალაძე.
4. საკონკურსო-საფაკულტეტო კომისიის შექმნის შესახებ. მომხსენებელი საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი პროფ. გ.ფარცხალაძე.
|
15 აპრილი 2009 წელი2009 წლის 15 აპრილს ჩატარდება ფაკულტეტის საბჭოს სხდომა №10
დღის წესრიგი:
1. სამაგისტრო თემების დამტკიცების შესახებ; მომხსენებლები: ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტის უფროსი პროფ. რ. კახიძე, ტექნოლოგიებისა და საინჟინრო-მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსი პროფ. ზ. მეგრელიშვილი.
2. სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. მომხს. საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი პროფ. გ.ფარცხალაძე.
|